გისამძიმრებთ რევაზ ნოდარიშვილის გარდაცვალებას ისრაელიდან

ისრაელში ქართველ ებრაელთა საინფორმაციო პორტალის სახელით  ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ საქართველოს ყოფილ პარლამენტის წევრის ,ონის რაიონის ყოფილი   გამგებლის და უამრავი რეგალიების წარმომადგენელის, ქართველ ებრაელთა ერის დიდი მეგობრის -რევაზ ნოდარიშვილის  გარდაცვალების გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ  ქალბატონ იზოს და მისი ოჯახის ახლობლებს.
კაცი რომელიც დააკლდა რაჭას და კერძოდ ონის რაიონს….

 იგი გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით, ყურადღებითა და უსაზღვრო მზრუნველობით, მუდამ გამოხატავდა  სითბოსა და თანადგომას ქართველი ებრაელების მიმართ. ყოველთვის იგრძნობოდა მისი განსაკუთრებულ დამოკიდებულება ისრაელის ქვეყნის და ქართველი ებრაელების მიმართ, იგი გულწრფელად ხარობდა  მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.

მუდამ ხალისიანი, მომღიმარი და სიკეთით სავსე ბატონი რეზო  განუზომელი დანაკლისია ოჯახის, ახლობლებისა და საქართველოს ქვეყნისთვის და ქართველი ებრაელებისთვის განსაკუთრებით კი ისრაელში მცხოვრები ონელი ებრაელებისთვის.

არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი და თქვენი ოჯახის გაწეული გაწეული სიკეთე ებრაელებისთვის.

דילוג לתוכן