ძალზედ საინტერესო ვიზიტი სამეგრელოში! სამი დღის განმავლობაში, ელჩს ჰქონდა საინტერესო შეხვედრები, უკეთ გაეცნო რეგიონის განვითარების მიმართულებებს,

ვიზიტის დროს, ელჩი შეხვდა
MASHAV -ის შალომ კლუბ სამეგრელოს წევრებს, რომელსაც შთამაგონებელი მაია მიქავას ხელმძღვანელობს, და უშუალოდ იხილა იმ პროექტების შედეგები, რომლებსაც ისინი ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ.

ჰადას მეიცადი, ასევე, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ეწვია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ელჩმა მეიცადმა ისარგებლა უნიკალური შესაძლებლობით და გაეცნო ებრაულ მემკვიდრეობას სამეგრელოში, ეწვია რა ულამაზეს ძველ სინაგოგებსა და სასაფლაოებს სენაკსა და აბაშაში
.


და, რა თქმა უნდა, ვიზიტის პირველივე დღიდან მან შეიყვარა ყველა კერძი, რასაც მეგრული სამზარეული გვთავაზობს 

განსაკუთრებული მადლობა შალომ კლუბ სამეგრელოს გუნდს, ასეთი შთამბეჭდავი და პროდუქტიული ვიზიტისთვის! მოუთმენლად ველი შემდეგ ვიზიტს და თანამშრომლობის გაფართოებას ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ 



კრედიტს ვანიჭებთ მაშავ გეორგიის საინფორმაციო ფეისბუქის გვერდს და მადლობას მოვახსენებთ უფლების მონიჭებისთვის